ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ-ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა “დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა

29.07.25 23:07
ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ-ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა “დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა „დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

თუმცა, ტრამპმა არ იცის “მოახდენს თუ არა, გავლენას რუსეთზე ტარიფების და სხვა რამეები შემოღება“, რადგან მისი თქმით,  “მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს.“

დღეიდან 10 დღე. ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ, და არ ვიცი ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს. მაგრამ, ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე", - განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები