ტრამპი: აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ
აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე შეერთებულ შტატებში დარჩენას შეძლებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„დიახ. ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებთ. უკრაინიდან ბევრი ადამიანი გვყავს და მათთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, მედიაში ცნობები ვრცელდებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი 240 000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.