კიევზე რუსულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი

31.07.25 10:48
კიევზე რუსულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი

კიევზე, 30-31 ივლისის ღამეს, რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს. 

ამ დროისთვის, სამსახურებმა დაადასტურეს ექვსი ადამიანის სიკვდილი. ოთხი მათგანი სვიატოშინსკის რაიონში იყო, ხოლო ორი - სოლომიანსკის რაიონში. დაღუპულებს შორის ექვსი წლის ბიჭია," - განაცხადა ტიმურ ტკაჩენკომ. 

მისივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ღამით, რუსულმა ძალებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.
 

მსგავსი სიახლეები