"გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს" - ტრამპი

31.07.25 11:07
"გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს" - ტრამპი

"გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს - ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის!" - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელიც ტრამპს ახლი ომის მოწოდებაში ადანაშაულებს და შტატებს ემუქრება.

არ მაინტერესებს, რას იზამს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, რაც მე მაინტერესებს. ჩვენ ძალიან ცოტა საქმე გვაქვს ინდოეთთან, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ანალოგიურად, რუსეთი და აშშ თითქმის არ ეწევიან ერთად ბიზნესს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს  პრეზიდენტს, რომელიც თავს ჯერ კიდევ პრეზიდენტად თვლის, რომ სიტყვებს დაუკვირდეს - ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის!" - წერს ტრამპი. 

მანამდე, მედვედევმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად დონალდ ტრამპის მიერ პუტინისთვის მიცემული ვადის 10 დღემდე შემცირებას "ომისკენ გადადგმული ნაბიჯი" უწოდა - "ნუ გაჰყვებით  მძინარე ჯოს გზას" - განაცხადა მედვედევმა. 

მსგავსი სიახლეები