მედვედევის პასუხის პასუხი დონალდ ტრამპს

31.07.25 12:16
მედვედევის პასუხის პასუხი დონალდ ტრამპს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ პასუხობს და ამბობს, რომ "თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია". 

მედვედევი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი თავისი გზით სიარულს გააგრძელებს. 

ტრამპის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული მუქარის შესახებ მის პირად ქსელში Truth Social-ში, რომელსაც მან ჩვენს ქვეყანაში ოპერირება აუკრძალა - თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და გააგრძელებს საკუთარი გზით სიარულს," - განაცხადა მედვედევმა. 

ცნობისთვის, თავდაპირველად ტრამპის განცხადებას, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად პუტინისთვის მიცემული ვადის 10 დღემდე შემცირების შესახებ მედვედევი გამოეხმაურა და ტრამპს მოუწოდა - "ნუ გაჰყვებით  მძინარე ჯოს გზას". რაზეც ტრამპმა მედვედევს უპასუხა - "გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს - ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის!"

მსგავსი სიახლეები