პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს მარადიულ ლოდინს - რუბიო რუსეთზე

01.08.25 10:25
პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს მარადიულ ლოდინს - რუბიო რუსეთზე

„პრეზიდენტი არ აპირებს მარადიულ ლოდინს“ - ასე ეხმაურება  მარკო რუბიო ტრამპის მიერ ომის დასასრულებლად რუსეთისთვის მიცემულ ვადას. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ Fox Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე რას იზამს ტრამპი თუ პუტინი უკან არ დაიხევს-რუბიო ამბობს რომ შტატებს უმარავი ვარიანტი აქვს, მათ შორის, მეორადი სანქციები ნავთობზე, და საბანკო სანქციები. 

„საუბარი გვქონდა მათთან - პუტინთან არა, მაგრამ პუტინის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობების პირთან, იმ იმედით, რომ წინ მიმავალ გზაზე რაიმე გაგებას მივაღწევდით, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს, მაგრამ ამაზე არანაირ პროგრესს არ ვხედავთ…

პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. იმას ვგულისხმობ, რომ მას, როგორც ყველამ იცის, ვარიანტები აქვს ნავთობის მეორადი გაყიდვების დასანქცირების, რუსული ნავთობის გაყიდვებზე მეორადი სანქციების, რაც მათი შემოსავლის უზარმაზარი ნაწილია. არის საბანკო სფერო, სექტორული საბანკო სანქციები, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერი იქნება. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმედია თავს ავარიდებთ ამას და რამენაირად გამოვნახავთ გზას, რომლითაც შევძლებთ ბრძოლის შეჩერებას. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, მაგრამ ღია ვართ ზოგიერთი სხვა გზისთვისაც. საუკეთესო გზა სროლის შეჩერება და საუბრის დაწყებაა. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ რუსული მხარისგან ამ მიზნის მიღწევისთვის გულწრფელი ინტერესი არ არის”, - განაცხადა რუბიომ.

მსგავსი სიახლეები