დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

01.08.25 10:41
დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

Reuters-ის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. 

პრეზიდენტმა ტარიფები დაუწესა მათ შორის კანადას (50%), ბრაზილიას (25%), ინდოეთს (25%), ტაივანს (20%) და შვეიცარიას (39%).

Reuters წერს, რომ დონალდ ტრამპის ბრძანებაში 69 სავაჭრო პარტნიორისთვის იმპორტის გადასახადის - 10%-დან 41%-მდე ზრდა არის მითითებული.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ყველა უცხო ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება. 

მსგავსი სიახლეები