ტრამპი: თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ

02.08.25 12:52
ტრამპი: თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ

თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე შეხედულება შეეცვალა თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

შესაძლოა, პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურდეს. ვფიქრობ, მისი ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება... ჩვენ სანქციებს დავაწესებთ, თუმცა, ის ამას კარგად უმკლავდება. მან იცის, როგორ აიცილოს თავიდან სანქციები... არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა" - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Newsmax-თან ინტერვიუში.

 

მსგავსი სიახლეები