უკრაინის შეტევა რუსეთის 8 რეგიონზე - არიან დაღუპულები
უკრაინის შეტევა რუსეთის 8 რეგიონზე - არიან დაღუპულები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 აგვისტოს გამთენიისას რიაზანზე, პენზასა და სამარის ოლქზე დრონებით თავდასხმის შესხებ იუწყება.
სამარის რეგიონში, იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. წინა ჯერზე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 2025 წლის 10 მარტს.
სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა, ტელეგრამაში დაწერა ერთი დაღუპულის შესახებ.
რიაზანის ოლქში დრონებმა იერიში მიიტანეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
უკრაინული Telegram არხები ასევე იუწყებიან ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონების იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ.
ასევე, მედიის ინფრომაციით, 2 აგვისტოს ღამეს იერიში იქნა მიტანილი პენზაში მდებარე ქარხანა „ელექტროპრიბორ“-ზე, რომელიც რუსეთის არმიისთვის უსაფრთხო საკომუნიკაციო აღჭურვილობას აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ ამავე ქალაქში უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს „რადიოზავოდს“. პენზის ოლქის გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო აცხადებს, რომ რეგიონის თავზე ხუთი დრონი განადგურდა. მისი თქმით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, ორი ადამიანი კი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჯამში 112 უკრაინული დრონი იქნა განადგურებული.