პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის - ლემი
პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლემი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„მას [ვლადიმერ პუტინი] ჯერ კიდევ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. უკრაინის ბრძოლა, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და აშშ-ის მხარდაჭერით, მართლაც ჩინებულია. ვფიქრობ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად არის რუსეთი ამ მოლაპარაკებების მიმართ განწყობილი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.