ГУР: ოკუპირებულ მელიტოპოლში მიკროავტობუსი ავაფეთქეთ - დაიღუპა 5 კადიროველი
უკრაინის დაზვერვამ 5 კადიროველი მოკლა - როგორც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) იტყობინება, წინააღმდეგობის მოძრაობასთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში მიკროავტობუსი ააფეთქეს და სპეცრაზმ ახმატის 5-ივე მებროლი მოკლეს, რომლებიც მასში იმყოფებოდნენ.
ამასთან, ГУР-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად განადგურდა რადიოელექტრონული ომის სისტემა და დაშავდა ორი რუსი ჯარისკაცი.