რუსეთში, კამჩატკაზე მდებარე ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა
BBC-ის ცნობით, რუსეთში ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა და კრატერიდან ღამით ამოსულმა ფერფლმა ექვს კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.
ექსპერტები ამბობენ, რომ ვულკანის გააქტიურება გასულ კვირას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას უკავშირდება.
ამასთან რამდენიმე საათის წინ რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ექსპერტები თვლიან, რომ ორივე მოვლენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გასულ კვირას იმავე რაიონში მომხდარ 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრასთან, რომელმაც ცუნამის წარმოქმნის ალბათობა გამოიწვია.