რუსეთში დააკავეს 3 ახალგაზრდა, რომლებმაც სოჭში ცეცხლმოკიდებულ ობიექტთან ვიდეო გადაიღო

04.08.25 10:10
რუსეთში დააკავეს 3 ახალგაზრდა, რომლებმაც სოჭში ცეცხლმოკიდებულ ობიექტთან ვიდეო გადაიღო

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომლებმაც სოჭში უკრაინის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ცეცხლმოკიდებული ნავთობის საცავის წინ ვიდეო გადაიღეს.

21 და 19 წლის ახალგაზრდების მიერ გადაღებულ ვიდეოში ცეცხლმოკიდებული ობიექტი ჩანს.

საბოლოოდ, სამივე დაკავებულს პოლიციის განყოფილებაში ბოდიში მოახდევინეს და ამის ამსახველი ვიდეო "ტელეგრამ არხზე" განათავსეს. ადგილობრივი პოლიციის მიხედვით, ვიდეოს ავტორები სოჭში ქალაქ ნიჟნი ტაგილიდან სამუშაოს საძებნად ჩავიდნენ.

მსგავსი სიახლეები