ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

05.08.25 09:19
ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და რაკეტებს მოიცავს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა 4 აგვისტოს განაცხადა. 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა "საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის გაძლიერება" სჭირდება. 

ნიდერლანდები ამერიკული იარაღის (მათ შორის Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების კომპონენტების) 500 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტს მიაწვდის. ეს უკრაინას დაეხმარება დაიცვას საკუთარი თავი და დანარჩენი ევროპა რუსული აგრესიისგან," - განაცხადა ბრეკელმანსმა. 

მას სამხედრო დახმარების მიწოდების დეტალები და დრო არ დაუკონკრეტებია. 

მსგავსი სიახლეები