ჯო უილსონი: ჩვენ გვჭირდება MEGOBARI act-ი

05.08.25 09:32
ჯო უილსონი: ჩვენ გვჭირდება MEGOBARI act-ი

"ჩვენ გვჭირდება MEGOBARI act-ი" - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, ქართველი ხალხი 250 დღეა უწყვეტად აპროტესტებს "ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ ქვეყნის სრულ მიყიდვას ომის დამნაშავე პუტინისთვის". 

ზედიზედ 250 დღის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებდა ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმს. ისინი მოითხოვენ, რომ ამ რეჟიმის მიერ მათი ქვეყნის სრული მიყიდვა კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანის ტერორისტული რეჟიმისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება MEGOBARI!" - წერს უილსონი. 

მსგავსი სიახლეები