მილიონობით ადამიანი მოკლა და გაანადგურა ჩემი ცხოვრება - პუტინის სავარაუდო ქალიშვილი განცხადებას ავრცელებს

05.08.25 14:46
მილიონობით ადამიანი მოკლა და გაანადგურა ჩემი ცხოვრება - პუტინის სავარაუდო ქალიშვილი განცხადებას ავრცელებს

ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ქალიშვილი განცხადებას ავრცელებს და დიდი ალბათობით რუსეთის პრეზიდენტზე წერს, რომ მან "მილიონობით ადამიანი მოკლა და მისი ცხოვრება გაანადგურა". ამის შესახებ ელიზავეტა კრივონოგიხი თავის პირად Telegram-ზე წერს. 

გამათავისუფლებელია, რომ შემიძლია ჩემი სახე კვლავ ვაჩვენო მსოფლიოს. ეს მახსენებს, ვინ ვარ მე და ვინ გაანადგურა ჩემი ცხოვრება...

მართლა მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი ოჯახის საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი ხმაც კი არ ესმის?" - წერს კრივონოგიხი. 

ცნობისთვის, 2021 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მან Instagram-ის გვერდი გააუქმა. მოგვიანებით კი აღადაგინა, თუმცა ფოტოების უმეტესობაში სახეს მალავდა. 

 ელიზავეტა კრივონოგიხი 2003 წელს დაიბადა. დედამისი, სვეტლანა, მაშინ პრეზიდენტის დიასახლისი იყო. მის დაბადების მოწმობაში კი მამის სახელად ვლადიმერია მითითებული. ეს ამბავი პირველად რუსული მედიასაშუალების მიერ 2020 წელს ჩატარებული გამოძიების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც მისი პუტინთან "ფენომენალურ მსგავსებაზე" იყო საუბარი. კრივონოგიხს არასდროს უარყვია მისი ნამდვილი წარმომავლობის შესახებ გავრცელებული თეორიები. 

მსგავსი სიახლეები