NYT: ტრამპი მომდევნო კვირას პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას გეგმავს

07.08.25 10:31
NYT: ტრამპი მომდევნო კვირას  პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას გეგმავს

ტრამპი მომდევნო კვირას პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას გეგმავს.

გამოცემა The New York Times-ი გეგმის მცოდნე ორ ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი პუტინთან პირადი შეხვედრის გამართვას უკვე მომდევნო კვირას აპირებს და შეხვედრიდან მალევე გეგმავს უკვე სამმხრივი შეხვედრის გამართვას ზელენსკისთან და პუტინთან.

გამოცემის თანახმად, თავისი გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა.