პუტინი ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

07.08.25 17:05
პუტინი ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მისი თქმით, ამისთვის "აუცილებელია პირობების შექმნა."

პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის გეგმაზეც ისაუბრა. მან არაბთა გაერთიანებული საემიროები თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერის ადგილად მოიხსენია.

"ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი შესაფერისი, საკმაოდ შესაფერისი ადგილი", - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, ორივე მხარემ მოლაპარაკებებისადმი ინტერესი გამოხატა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო პირველი, ვინც ამაზე ისაუბრა.

ტრამპი მომდევნო კვირას პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას გეგმავს.

გამოცემა The New York Times-ი გეგმის მცოდნე ორ ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი პუტინთან პირადი შეხვედრის გამართვას უკვე მომდევნო კვირას აპირებს და შეხვედრიდან მალევე გეგმავს უკვე სამმხრივი შეხვედრის გამართვას ზელენსკისთან და პუტინთან.

გამოცემის თანახმად, თავისი გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. 

მსგავსი სიახლეები