სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

09.08.25 10:24
სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მედიაციით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1992 წელს დაწყებული ომი ოფიციალურად დასრულდა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა საბრძოლო მოქმედება, აღადგინონ ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები“, - განაცხადა ტრამპმა ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე თეთრ სახლში.