ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებაზე: იქნება ტერიტორიების გაცვლები ორივე ქვეყნის სასარგებლოდ

09.08.25 10:55
ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებაზე: იქნება ტერიტორიების გაცვლები ორივე ქვეყნის სასარგებლოდ

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დასასრულებლად „რაღაცაზე ხელის მოსაწერად მზად უნდა იყოს“.

„საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა გამოც სამწელიწადნახევარია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე შეიწირა. ახლა დაგეგმილია ამ მიწების ნაწილის დაბრუნება და ორმხრივი გაცვლის განხორციელება. პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ ტერიტორიების ნაწილს, გარკვეულ გაცვლებს განვახორციელებთ და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ახლა ერთადერთი კითხვაა დარჩენილი, თუ როდის მოგვარდება ეს. შესაძლოა ეს ძალიან მალე მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები