“თავს მოვიკლავ, თუ ბინის პრობლემა არ მოგვარდება”-აჭარის მთავრობასთან მარტოხელა დედა აქციას მართავს

09.08.25 22:00
“თავს მოვიკლავ, თუ ბინის პრობლემა არ მოგვარდება”-აჭარის მთავრობასთან მარტოხელა დედა აქციას მართავს

სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, მზია მეგრელიშვილი, აჭარის მთავრობისგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვს. ის დღეს უშედეგოდ ცდილობდა სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას, რის გამოც პროტესტის ნიშნად ადმინისტრაცის წინ, ტროტუარზე იჯდა.

“აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მზია მეგრელიშვილ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, შრომისუუნაროა და არასრულწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. შესაბამისად, ქირის გადახდას ვერ ახერხებს და მძიმე სოციალურ პირობებშია.

მზია მეგრელიშცილი აცხადებს, რომ არაერთ განცხადებაზე, რომელიც შესაბამის უწყებებში დატოვა, რეაგირება არ ყოფილა. ამბობს, რომ ოფიციალური პასუხის მიხედვით, საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმებში ვერ ჯდება, რაც მისივე შეფასებით, უსამართლოა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქვს რთული, შრომისუუნარო ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე — თვითმკვლელობა ვცადო თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინო, რომ დამეხმარონ? თუ ორშაბათამდე ბინის საკითხი არ მოგვარდება, თავს მოვიკლავ. მერე აღარ მითხრან, რატომ გააკეთაო,“ — ამბობს მზია მეგრელიშვილი.