რუსული ქალაქების თავზე უკრაინული დრონები ჩამოყარეს - არის მსხვერპლი

10.08.25 12:05
რუსული ქალაქების თავზე უკრაინული დრონები ჩამოყარეს - არის მსხვერპლი

რუსული ქალაქების თავზე უკრაინული დრონები ჩამოყარეს - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის მხარეში, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, სარატოვის, კალუგის, ტულის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ორიოლის, ტვერის ოლქებში, აზოვის ზღვის თავზე და ოკუპირებულ ყირიმში.

სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის განცხადებით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

საჰაერო თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ ქვეყნის რეგიონებში ღამით 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

კიდევ ერთი რუსული საინფორმაციო წყაროს ცნობით,  ქალაქ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა.

ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში აიტვირთა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და აფეთქებების შესახებ რუსეთის ფედერაციის სხვა რიგ რეგიონში.