სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონების თავდასხმა მოხდა: ადგილზე მასშტაბური ხანძარია
რუსეთის ქალაქ სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სარატოვზე დრონების მასიური თავდასხმა განხორციელდა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო დაზიანდა“, ასევე დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.