უკრაინის გენშტაბი: დავარტყით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

10.08.25 16:19
უკრაინის გენშტაბი: დავარტყით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

უკრაინა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიტანილ იერიშის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური შტაბში ამბობენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია და საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული.

ირკვევა, ქარხანა, რომელიც, ბოლო რამდენიმე საათია იწვის,  წლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს გადაიმუშავებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებს სისტემატურად ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ მისი დანაშაულებრივი ომის მომარაგებაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან“, - აცხადებენ გენშტაბში.

მსგავსი სიახლეები