ოდესის სანაპიროზე ორი ნაღმი აფეთქდა, დაიღუპა 3 ადამიანი
უკრაინული მედია ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც, ოდესის ოლქში, სანაპიროზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სამი დამსვენებელი დაიღუპა.
აფეთქებები ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ერთი მამაკაცი კაროლინო-ბუგაზის დასახლებაში დაიღუპა, მეორე მამაკაცი და ქალი კი - ზატოკაში.
„ყველა მათგანი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აფეთქდა, როდესაც დასვენებისთვის აკრძალულ ზონებში ცურავდნენ“, - აღნიშნა კიპერმა