თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა - დანგრეულია 15-ზე მეტი შენობა
თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ერთი მინიმუმ 1 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ სინდირგიში მაშველების მიერ სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი 81 წლის დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი - დანგრეულია 16 შენობა.
6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 აგვისტოს, ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათისთვის მოხდა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გაავრცელა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო ყურადღებით კონტროლდება.