ევროპელ ლიდერებს ტრამპთან საუბარი სურთ, ვიდრე ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება - Bloomberg
ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვა სურთ, სანამ ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას Bloomberg-წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება.
Bloomberg წერს, რომ ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირას აცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.
პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.