მედია: რუსმა მაღალჩინოსანმა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა, მოუწოდა პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, - იტყობინება New York Times 10 აგვისტოს, საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
კოზაკი პუტინის დიდი ხნის მოკავშირე და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რუს მაღალჩინოსანთაგანია, რომლებიც პირად საუბრებში ომის წინააღმდეგი იყვნენ. როგორც ამბობენ, მან საომარი მოქმედებების დასრულების გეგმა და შიდა რეფორმების წინადადებებიც წარადგინა.
დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა „ნიუ-იორკ თაიმსს“ განუცხადეს, რომ კოზაკი აგრძელებს არაფორმალურ კონტაქტებს უცხოელ წარმომადგენლებთან, რათა იპოვოს არგუმენტები, რომლებმაც შეიძლება პუტინის გადაბირება გამოიწვიოს.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, კრემლის გადაწყვეტილებებზე კოზაკის გავლენა შეზღუდულია, თუმცა ომის დასრულებისკენ მისი მოწოდებები აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლების შიგნით არიან ძალები, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან.