POLITICO: ტრამპს, ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება

11.08.25 21:19
POLITICO: ტრამპს, ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ოთხშაბათს, საგანგებო ვირტუალურ სამიტზე ევროპელ ლიდერებს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მიერ ორგანიზებული სატელეფონო ზარი, პარასკევს, ალასკაში, ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინაში ომის საკითხზე დაგეგმილ შეხვედრამდე, გაიმართება.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელის ცნობით, ვირტუალური სამიტზე ყურადღება გამახვილდება რუსეთზე ზეწოლის ვარიანტებზე, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებულ კითხვებზე, კიევის უსაფრთხოების გარანტიებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პოტენციური თანმიმდევრობაზე.

POLITICO-ს ცნობით, ვირტუალური შეხვედრები ოთხშაბათს, გერმანიის დროით 14:00 საათზე ერთსაათიანი დისკუსიით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის ლიდერები, ასევე ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტები, ასევე ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

15:00 საათიდან გაიმართება დისკუსია ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის შორის, ტრამპთან და მის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან.

ბოლოს კი უკრაინის სამხედრო მხარდამჭერთა ე.წ. კოალიცია შეიკრიბება ერთობლივი სატელეფონო ზარისთვის, რომელსაც 16:30 საათზე გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უმასპინძლებენ.