კალასი: ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა არის ის, თუ როგორ დავასრულებთ ომს

11.08.25 22:15
კალასი: ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა არის ის, თუ როგორ დავასრულებთ ომს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს, რომ "ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა" არის ის, თუ როგორ დაასრულებენ რუსეთ-უკრაინის ომს. 

მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებაზე მუშაობს. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის მიერ სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების მიმართ.

ამასობაში, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებაზე, უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერისა და უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მეტი მხარდაჭერის საკითხებზე.

ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა არის ის, თუ როგორ დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ რუსეთის მომავალ აგრესიას ევროპაში," - წერს კაია კალასი. 

მსგავსი სიახლეები