ტრამპი: [პუტინთან] პირველი ორი წუთის შემდეგ, ზუსტად გავიგებ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა

11.08.25 23:58
ტრამპი: [პუტინთან] პირველი ორი წუთის შემდეგ, ზუსტად გავიგებ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა

მისი თქმით უტინს ამ ომის დასრულება სურს. აშშ-ის პრეიდენტმა იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ პუტინთან შესანიშნავი საუბრების შემდეგ კიევში, ან სხვა ქალაქებში რააკეტები ვარდებოდა. 

"იმედგაცრუებული ვარ, რადგან მასთან შესანიშნავი ზარი მინდოდა ხოლმე, შემდეგ კიევში ან სხვა ადგილას რაკეტები ჩამოვარდებოდა..." - ამბობს ტრამპი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ჩადის. ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორ წუთში ეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. 

რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში მოდის და არა ჩვენ მის ქვეყანაში, ან თუნდაც მესამე მხარის ადგილას... ამ შეხვედრის ბოლოს, სავარაუდოდ, პირველი ორი წუთის შემდეგ, ზუსტად გავიგებ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა," - განაცხადა მან. 

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ იქნება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, ან შეხვედრა "პუტინთან, ზელენსკისთან და ჩემთან. მე იქ ვიქნები, თუ საჭირო გახდება". 

მსგავსი სიახლეები