უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში 2 სოფელი გაათავისუფლეს - გენშტაბი

12.08.25 09:55
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში 2 სოფელი გაათავისუფლეს - გენშტაბი

უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის სტეპნოესა და ნოვოკონსტანტინოვკას დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა. 

„225-ე ცალკეული სადესანტო პოლკის ჯარისკაცებმა აქტიურად განდევნეს მტრის დანაყოფები უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიღმა“, - იტყობინება გენშტაბი. 

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, თავდაცვის ხაზში შეჭრილი მტრის დივერსიული ჯგუფების იდენტიფიცირებისა და განადგურების მიზნით დამატებითი ძალებისა და რესურსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.