უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ქარხანას დაარტყეს, რომელიც რაკეტებისთვის ჰელიუმს აწარმოებს - მედია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებმა რუსეთის ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატები დაინახეს და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაიგონეს.
ერთ-ერთმა წყარომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმო ერთადერთია რუსეთში, რომელიც რაკეტების წარმოებისთვის, კოსმოსური ინდუსტრიისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ კომპონენტს აწარმოებს.