"ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!" - ტრამპი ფაშინიანზე და ალიევზე

12.08.25 12:41
"ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!" - ტრამპი ფაშინიანზე და ალიევზე

"ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანზე და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევზე სოციალურ ქსელში წერს

ტრამპის განცხადებით, დიდი პატივია მათთან ერთად ყოფნა, როცა ათწლეულების ომის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებას აწერენ ხელს. 

დიდი პატივია სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად ყოფნა, როდესაც ათწლეულების ომისა და სიკვდილის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს. ეს ორი შესანიშნავი ადამიანი და დიდი ლიდერია. ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!" - წერს ტრამპი. 

ცნობისთვის, 8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

მსგავსი სიახლეები