"ყველაფერი დავკარგეთ“ - პუტინის იდეოლოგი ალიევსა და ფაშინიანს "სამაგალითოდ დასჯით" ემუქრება

12.08.25 12:42
"ყველაფერი დავკარგეთ“ -  პუტინის იდეოლოგი ალიევსა და ფაშინიანს "სამაგალითოდ დასჯით" ემუქრება

პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი წამყვანი პროპაგანდისტების მსგავსად აღშფოთებულია, ტრამპის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გამო და ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს "სამაგალითოდ დასჯით" ემუქრება.

პროპაგანდისტული მედია „ცარგრადი“, რუბრიკაში „დუგინის დირექტივა“ ციტირებს პროპაგანდისტს: „ამ შეთანხმების ვაშინგტონში დადება ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი“.

„ჩვენ არ გვინდა სისხლი, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. როცა ვხედავთ, რომ ადამიანები დაუსჯელი რჩებიან, სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პოლიტიკის სრული კრახის გამო, ეს დამამცირებელია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ვაშინგტონში დადება – სამხრეთ კავკასიაში რუსული პოლიტიკის ღრმა დამცირება და კრახია. რუსეთმა დაკარგა კონტროლი რეგიონზე და ამაზე პასუხისმგებელნი დაუსჯელები რჩებიან. დადგა დრო, რომ ვაღიაროთ შეცდომები და მოვითხოვოთ სამართლიანობა დიდი სახელმწიფოს სტატუსის აღსადგენად.

რაც მოხდა ალიევსა და ფაშინიანთან – ჩვენი დამცირებაა. ჩვენ წავაგეთ. საჭიროა თვალსაჩინოდ დაისაჯოს ის, ვინც ჩვენი საგარეო პოლიტიკა ასეთ შედეგამდე მიიყვანა.

ჩვენ გვჭირდება თვალსაჩინო დასჯა იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენი ქვეყანა ასეთ შედეგამდე მიიყვანა ჩვენს ახლო საზღვარგარეთის საგარეო პოლიტიკაში.

დროა ეს დავასრულოთ. ან ვართ იმპერია, სუვერენული სახელმწიფო-ცივილიზაცია. ან ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ვაშინგტონში ვნახეთ, როდესაც ჩვენმა ორმა „მოკავშირემ“ ჩვენი მტრის ჩექმები გაილოკა…", - ამბობს დუგინი.