დასრულდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი?-ისტორიულ შეხვედრამდე 3 დღე რჩება
15 აგვისტო, ალიასკა - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი პირისპირ დასხდებიან და ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი უკრაინისთვის. რა ბედი ელის ომს? ეს სწორედ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
პარასკევს ალიასკის უდიდესი ქალაქის ანკორიჯის ცა დაიხურება, პუტინის თვითმფრინავი კი ბერინგის სრუტის გავლით ჩაფრინდება ადგილზე, რათა რუსეთის საჰაერო სივრციდან პირდაპირ შტატებში გადაინაცვლოს. ტრამპი ამ დღეს აპირებს ომის დასრულებას.
ახლა მთავარი საკითხია, რისი დათმობა მოუწევს უკრაინას. სამწლიანი ომის შემდეგ მოლაპარაკება უნდა შედგეს. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ამმბობენ, რომ შედეგებით ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. მოსალოდნელია მიწების გაცვლა.
დიდ მზადებაშია ევროკავშირი. იქამდე სანამ პუტინი და ტრამპი ერთ მაგიდასთან დასხდებიან, საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება- უკრაინა, ამერიკა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, როგორ უნდა მომზადდეს პროცესი.
ისტორიულ შეხვედრამდე 3 დღე რჩება. ალიასკაში გადაწყდება, როდის ან დასრულდება თუ არა უკრაინაში რუსეთის ომი. თუ ტრამპის და პუტინის მოლაპარაკება წარმატებით ჩაივლის, მომდევნო რაუნდი ზელენსკისა და პუტინს შორის შედგება.