ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

13.08.25 12:41
ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში,  გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი კანცლერთან ერთად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში.

ზელენსკის პრესმდივანმა მედის უთხრა, რომ თბილისის დროით 16:00 საათისთვის ზელენსკიმ და მერცმა შესაძლოა, პრესისთვის განცხადებები გააკეთონ.

Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ფრიდრიხ მერცის მოწვევით დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების გარდა, მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები