CNN: ტრამპს, ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის ონლაინ სამიტი დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შორის ონლაინ სამიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში დღეს ჩავიდა.
ცნობისთვის, Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ფრიდრიხ მერცის მოწვევით დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების გარდა, მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ.
სამიტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის წინ ტარდება.