"ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები ალასკაში შეხვედრამდე" - ზელენსკი ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე

13.08.25 21:20
"ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები ალასკაში შეხვედრამდე" - ზელენსკი ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე

"ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები ალასკაში შეხვედრამდე" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი საკითხები, რამაც შეიძლება ომის დასრულება უზრუნველყოს და მშვიდობა ხანგრძლივი გახადოს. 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპმა მათ შესთავაზა, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაუკავშირდნენ. 

ცოცხალი, სასარგებლო და პოზიტიური საუბარი დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან: ფრიდრიხ მერცთან, ემანუელ მაკრონთან, ჯორჯია მელონისთან, ალექსანდრ სტუბთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ანტონიო კოსტასთან, კირ სტარმერთან და კაროლ ნავროცკისთან, ასევე მარკ რუტესთან.

ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს ომი. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები, რამაც შეიძლება უზრუნველყოს ეს და მშვიდობა გახადოს ხანგრძლივი. მადლობა ყველას თქვენი აქტიურობისა და საერთო შეხედულებებისთვის. ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები ალასკაში შეხვედრამდე. დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ უკრაინა, მთელი ევროპა და შეერთებული შტატები საერთო კურსს მისდევენ. კერძოდ, მკვლელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, დიპლომატია უკრაინისა და ევროპის მიმართ - უკრაინასთან და ევროპასთან ერთად და უსაფრთხოება - ნამდვილად ძლიერი გარანტიებით. რუსეთზე ზეწოლა მუშაობს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ გვჭირდება მკაფიო შედეგები. ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა.

პრეზიდენტმა ტრამპმა შემოგვთავაზა, რომ ალიასკის შემდეგ დავკავშირებოდით. ჩვენ განვიხილეთ შემდგომი საუბრებისა და შეხვედრების შესაძლო ფორმატები. გმადლობთ!" - წერს ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები