ტრამპის განცხადებით, თუ მისი შეხვედრა პუტინთან "კარგად ჩაივლის" სურს მეორე შეხვედრა მოაწყოს, რომელშიც ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას

13.08.25 21:32
ტრამპის განცხადებით, თუ მისი შეხვედრა პუტინთან "კარგად ჩაივლის" სურს მეორე შეხვედრა მოაწყოს, რომელშიც ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან "კარგად ჩაივლის, მას სურს დაუყოვნებლივ მოაწყოს მეორე შეხვედრა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას. 

დონალდ ტრამპმა, დღეს, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა - "ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა". 

დიდი შანსია, რომ მეორე შეხვედრა გვექნება, რომელიც პირველზე უფრო პროდუქტიული იქნება. რადგან პირველია: მე გავარკვევ, სად ვართ და რას ვაკეთებთ," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
 

მსგავსი სიახლეები