ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

14.08.25 10:31
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

Sky News-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა. უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა ლიდერებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

მსგავსი სიახლეები