Reuters: პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს

14.08.25 14:06
Reuters: პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევა ავღანეთის საზღვართან მოხდა. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარებით შეიარაღებულმა 8 პირმა პოლიციელებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პაკისტანის ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ (TTP) აიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 9 პირი დაშავდა. 

მსგავსი სიახლეები