დაასრულებს თუ არა პუტინი ომს? - ერთი დღე ისტორიულ შეხვედრამდე
ერთი დღე ისტორიულ შეხვედრამდე. ხვალ თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ალასკა იქნება. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ქალაქ ანკორიჯის მახლობლად სამხედრო ბაზაზე ხვდებიან. ორივე მხარე აუდიენციაზე ხუთ- ხუთ კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. დონალდ ტრამპი აანონსებს, რომ თუ ამ აუდიენციის შემდეგ პუტინი ომს არ შეწყვეტს, შედეგი მძიმე იქნება.
შეერთებული შტატების ლიდერმა პუტინთან შეხვედრამდე ვირტუალური მოლაპარაკება ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან გამართა - ტრამპი ონლაინ შეხვედრას დადებითად აფასებს.
მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ მოლაპარაკებებს ვოლოდიმერ ზელენსკიც ესწრებოდა, რომელიც გერმანიიდან დღეს ბრიტანეთში გაფრინდა და ტრამპი-პუტინის სამიტამდე ერთი დღით ადრე დაუნინგ სთრითზე ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს მისი სათქმელი ბრიტანეთში საჯაროდ აღარ დაუფიქსირებია, თუმცა მანამდე გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის გარეშე მისი ტერიტორიების გადანაწილება მიუღებელია და პუტინი ცეცხლის შეწყვეტას სრულად უნდა დათანხმდეს.
ტრამპმა შეხვედრისას დაპირება გასცა,რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დეტალებს ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დაუყოვნებლივ შეატყობინებს
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.