BBC: ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ევროკავშირი ესპანეთს დახმარებას უგზავნის
ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ევროკავშირი ესპანეთს დახმარებას უგზავნის.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა ესპანეთისთვის ორი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანამ პირველად აამოქმედა ევროკავშირის წევრებისთვის არსებული კატასტროფების დახმარების მექანიზმი.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი სიცხე ქვეყანაში ორშაბათამდე გაგრძელდება, ზოგიერთ რაიონში კი ნავარაუდევია, რომ ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, რამაც შეიძლება ხანძრების ახალი კერები გააჩინოს.
ესპანეთში ტყის ხანძრებს წელს 6 ადამიანი ემსხვერპლა.