ტრამპის ვრცელი ინტერვიუ ისტორიულ შეხვედრამდე: თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ, მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დავურეკავს.
მისი თქმით, ალიასკაში გასამართ პირველ შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანი, მეორე შეხვედრა იქნება, სადაც ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმერ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან. ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმების შემთხვევაში აუდიენციას თავადაც დაესწრება და შესაძლოა, სხვა ევროპელი ლიდერებიც მოიწვიოს:
ვფიქრობ, რომ ჩვენი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება მეორე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისა და ჩემთან ერთად. შესაძლოა, მოვიწვიოთ სხვა ევროპელი ლიდერებიც, ან შესაძლოა არც მოვიწვიოთ. უნდა ვნახოთ, რა მოხდება. მე ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება მშვიდობას, ისევე როგორც პრეზიდენტი ზელენსკი. ვნახავთ თუ ისინი შეჯერდებიან და თუ შეთანხმდებიან, ეს მშვენიერი იქნება.
როგორც იცით, 6 თვეზე ნაკლებ დროში 6 ომი დავამთავრე და ამით ძალიან ვამაყობ.
ვფიქრობდი, რომ ყველაზე ადვილად დასასრულებელი ეს ომი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა.
თუ ცუდი შეხვედრა იქნება, არავის დავურეკავ და წავალ სახლში. მაგრამ, თუ კარგი შეხვედრა იქნება პრეზიდენტ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომლებთანაც, როგორც იცით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის გადახდას დათანხმდნენ. ისინი ძალიან გაერთიანებულნი არიან. მანამდე ასეთი არაფერი მინახავს. ყველას უჭირს დაჯერება თუ რა შევძელით. მე გადავარჩინე NATO. პირველ რიგში გადავარჩინე, შემდეგ კი გავამდიდრე – ჩემი აზრით ეს დიდი მიღწევაა"- თქვა ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჟურნალისტი ბრაიან კილმიდი დაინტერესდა, ფიქტობს თუ არა აშშ-ის ლიდერი, რომ სამშვიდობო ინიციატივა, რომელსაც ამერიკული მხარე მაგიდაზე დებს, პუტინის დაჯილდოებაა, რაზეც ტრამპმა თქვა:
მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჯილდოა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. ჩემი პრეზიდენტობის შემთყხვევაში ეს ომი არ დაიწყებოდა.
კიდევ ერთ შეკითხვაზე: "ცეცხლის შეწყვეტის გარდა, რაიმე სხვა შედეგი იქნება გამარჯვება ამერიკისთვის ხვალ" პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს:
ჩვენ ამას ხვალ ვნახავთ. არ ვიცი, ეს შეკითხვა საიდან მოვიდა, მაინცდამაინც კარგი შეკითხვა არ არის. მე ვიტყოდი, რომ ხვალ მინდა მხოლოდ ის, რომ მაგიდა მოვამზადო მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც ძალიან მალევე უნდა შედგეს... შესაძლოა, ეს ალასკაშივე მოხდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და ეს უფრო ადვილი იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. ჩვენ გავიგებთ, რა პოზიციაზე დგანან მხარეები და მე შეხვედრის პირველ 2-3, მაქსიმუმ 5 წუთში გავიგებ, ეს შეხვედრა კარგი იქნება თუ ცუდი. თუ შეხვედრა ცუდი იქნება, ის ძალიან სწრაფად დამთავრდება, მაგრამ თუ შეხვედრა კარგი იქნება, ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ძალიან ახლო მომავალში"- დასძინა მან.