ჩვენს ჟურნალისტებს თვიმთმფრინავში კიევური კატლეტი აჭამეს - სიმონიანი
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკმაყოფილოა ფაქტით, რომ რუს ჟურნალისტებს ალასკაში გამგზავრებისას თვითმფრინავში კიევური კატლეტით გაუმასპინძლდნენ. ამის შესახებ ის ის პლატფრმა X-ზე წერს.
ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც ალასკაში სპეცრეისით ჩაფრინდნენ, თვითმფრინავში კიევური კატლეტი აჭამეს, - წერს სიმონიანი.
თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ალასკა იქნება. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ქალაქ ანკორიჯის მახლობლად სამხედრო ბაზაზე ხვდებიან. ორივე მხარე აუდიენციაზე ხუთ- ხუთ კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. დონალდ ტრამპი აანონსებს, რომ თუ ამ აუდიენციის შემდეგ პუტინი ომს არ შეწყვეტს, შედეგი მძიმე იქნება.