„ვდგავართ უკრაინის გვერდით!" - ტრამპი-პუტინის სამიტის წინ ალასკაში რუსულ დელეგაციას პროტესტით დახვდნენ
ანკორიჯში ჩასულ სერგეი ლავროვს ეცვა მაისური საბჭოთა კავშირის ინიციალებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ხუთ რუს პოლიტიკოსს შორისაა, რომლებიც ამ საღამოს ისტორიულ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას - შეხვედრის თემაა ომის დასრულების გეგმა. როგორც რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა თქვა, საუბარი ამერიკულ მხარესთან ეკონომიკასაც შეეხება.
პუტინის მთავარი პროპაგანდისტები ამერიკაში უსიამოვნო სიურპრიზს გადააწყდნენ: თვითმფრინავში მათ „კიევური კატლეტები“ მიართვეს, ხოლო ჩამოსვლის შემდეგ სტადიონზე - Alaska Airlines Center-ში დააბინავეს. არსებული ინფორმაციით, სპორტული დარბაზი დროებითი განთავსების პუნქტად გადააკეთეს, მიზეზად კი ტურისტული სეზონის გამო გადავსებული სასტუმროები დაასახელეს.
ამ დროს ანკორიჯის ქუჩებში კვლავ ისმის შეძახილები: „Alaska stands with Ukraine!“ - „ალასკა უკრაინის გვერდით დგას!“
არ მომწონს, როცა ჩემს ხელისუფლებას უხარია ომის დამნაშავე პუტინის ალიასკაზე მიპატიჟება და მისი გამასპინძლება. სამხრეთ აფრიკაში იყო სამიტი, რომელსაც პუტინი ვერ დაესწრო მისი საერთაშორისო ბრალის გამო და როგორ შეიძლება, ჩვენ აქ გახარებულები დავხვდეთ მათ?, - ამბობს ადგილობრივი.
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე დაახლოებით 10 საათი რჩება. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიორიებს უკრაინის გარეშე არ განიხილავს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა დასავლური გამოცემები წერენ, როგორ შეიძლება, გადანაწიდეს ტერიტორიები.