მერცი პუტინს მოუწოდებს, უკრაინასთან „პირობების გარეშე“ მოლაპარაკებები აწარმოოს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ვლადიმერ პუტინს მოუწოებს, მერცი პუტინს მოუწოდებს, უკრაინასთან „პირობების გარეშე“ მოლაპარაკებები აწარმოოს.
მერცის თქმით, ტრამპსა და პუტინს პირველი შეხვედრის მთავარი მიზანი ის სამიტია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
„დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.
„ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ და ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს უპირობოდ დაიწყებს“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ განცხადებაში.
მერცის თქმით, ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინელების თანხმობით არის შესაძლებელი.
„ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ანკორიჯში გამგზავრებამდე ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით. მასთან კონტაქტს კვლავ ვაგრძელებ. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მშვიდობის დამყარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე დაახლოებით 10 საათი რჩება. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიორიებს უკრაინის გარეშე არ განიხილავს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა დასავლური გამოცემები წერენ, როგორ შეიძლება, გადანაწიდეს ტერიტორიები.