NBC News: ტრამპი პუტინს ალასკაზე წითელი ხალიჩით დახვდება
ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინს ალასკაზე წითელი ხალიჩით დახვდებიან. NBC News -ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს თავად ტრამპი დახვდება.
ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი გაშლის წითელ ხალიჩას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასახვედრად ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონზე პარასკევს და გეგმავს რუსეთის ლიდერს მიესალმოს მის ჩამოსვლისას, - ნათქვამია სტატიაში.
ამავდროულად, ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრის ზუსტი დეტალები და სცენარი ამ ეტაპზე მუშავდება. სხვა წყაროს ცნობით, ტრამპი არ გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ან ევროპელ ლიდერებთან დაკავშირებას, ვიდრე პუტინს არ შეხვდება. თუმცა, მისი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ვაშინგტონიდან ანკორიჯში, ალასკაზე, შვიდსაათიანი ფრენის განმავლობაში.
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე დაახლოებით 10 საათი რჩება. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიორიებს უკრაინის გარეშე არ განიხილავს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა დასავლური გამოცემები წერენ, როგორ შეიძლება, გადანაწიდეს ტერიტორიები.