დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი ალასკისკენ უკვე გაფრინდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა - ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ The Truth Social-ზე დაწერა: "ფსონები მაღალია!".
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ალასკაშიდაგეგმილ შეხვედრამდე ის ქალაქ მაგადანში ჩავიდა.
მაგადანსა და ალასკას ქალაქ ანკორიჯს შორის დისტანცია, დაახლოებით 3,000 კილომეტრია. პუტინს ადგილზე ჩასასვლელად 4-საათიანი ფრენა დასჭირდება.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, თბილისის დროით, 23:30 საათზე, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
ისტორიული შეხვედრის შემდეგ, სადაც განხილვის თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, შესაძლებელია, რომ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.